ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა - კვირის პალიტრა

ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა

ყაზახეთში საქართველოს ელჩს ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოშია გადაყვანილი მისი მეუღლეც.

AMBEBI.GE ინფორმაციის გადასამოწმებლად ზურაბ აბაშიძის მეუღლის თეონა ბენაშვილის დას, თამთა ბენაშვილს დაუკავშირდა:

- თამთა, გამარჯობა, ტელეკომპანია "მთავარმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თქვენს სიძეს კორონავირუსი დაუდგინდა... ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას?

- რაც გაავრცელეს, იმაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით...

AMBEBI.GE აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

ambebi.ge