საქართველოს ტერიტორიას რუსეთიდან კოვიდინფექციით გარდაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ - რა ინფორმაციას ავრცელებს "პალიტრანიუსი" - კვირის პალიტრა

საქართველოს ტერიტორიას რუსეთიდან კოვიდინფექციით გარდაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ - რა ინფორმაციას ავრცელებს "პალიტრანიუსი"

ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან ლარსის გავლით საქართველოს ტერიტორიას კოვიდ ინფექციით გარადაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ - ამის შესახებ ინფრმაციას "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმი" ექსკლუზიურად ავრცელებს:

პანდემიის გამო რუსეთის ტერიტორიაზე გარდაცვლილი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების საკუთარ ქვეყანაში გადასვენებას საქართველოში არსებული დამკრძალავი ბიუროების დახმარებით ხდება. საქართველოს დამკრძალავი ბიუროები რამდენიმე თვეა უკვე, რაც სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადამზიდ ტრანზიტულ კომპანიებად იქცნენ.

"იქიდან გამომდინარე, რომ საავიაციაო მიმოსვლა დაკეტილია და სახმელეთო გზა აზერბაიჯანს და სომხეთს აქვს ჩვენი გავლით, ხდება საზღვარზე ყაზბეგში შეხვედრა, კატაფალკაში გადმოსვენება და შესაბამისად, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის, იმ ქვეყნის საზღვრამდე მიყვანა. იქ გვხდება ჭირისუფალი, ან ჩვენნაირი დამკრძალავი ბიურო, რომელიც უზრონველყოფს ცხედრის ბინაზე მიყვანას. ძირითადად ხდება სომხეთის მოქალაქეების გადმოსვენება, თუმცა იყო შემთხვევა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებიც გადავასვენეთ" - აცხადებს ერთ-ერთი კერძო დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი.