"ბოლო რამდენიმე ხანია, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია და ეს ჩვენთვის გარკვეულწილად დამამშვიდებელია" - კვირის პალიტრა

"ბოლო რამდენიმე ხანია, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია და ეს ჩვენთვის გარკვეულწილად დამამშვიდებელია"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ორი ახალი შემთხვევიდან ორივე შემოტანილია. როგორც მან აღნიშნა, ბოლო რამდენიმე ხანია, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია და ეს მათთვის გარკვეულწილად დამამშვიდებელია.

"დღვანდელი მონაცემებით დაგვემატა ორი დადასტურებული შემთხვევა და 908 დადასტურებული შემთხვევა გვქავს. გამოჯანმრთელებული გვყავს - ექვსი. ამ მონაცემებით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 133 ადამიანი მკურნალობს. ორი ახალი შემთხვევიდან ორივე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ამ ორი დღის განმავლობაში ჯამში 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ რვა შემთხვევიდან, ერთი ბოლნისიდან, მეორე - მარნეულიდან, დანარჩენი ექვსი კი ყველა შემოტანილი იყო. ჯამში, ბოლო რამდენიმე ხანია, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია და ეს ჩვენთვის გარკვეულწილად დამამშვიდებელია. ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ ცენტრში ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა მივიღეთ, ოთხი პაციენტი გაეწერა და ამ ეტაპზე 23 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ჩვენთან შემოსული ექვსივე პაციენტის წყარო ცნობილია. ამ ახალი პაციენტებიდან ჩატარებული კვლევების მიხედვით, არცერთის მდომარეობა მძიმე არ არის. ლაბორატორიული მონაცემებით მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. ასე, რომ ყველაფერი ჯერჯერობით ნორმაში გვაქვს",-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო