საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 911 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კორონავირუსისგან 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 768 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2662 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 255 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.