რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეში ჩაერთო - კვირის პალიტრა

რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეში ჩაერთო

დამოუკიდებელი ექსპერტი კახა ერისთავი, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ჩაერთო, აცხადებს, რომ მთავარ კითხვებს პასუხი ახლა უკვე ქიმიურმა და გისტოლოგიურმა კვლევამ უნდა გასცეს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ერისთავი აცხადებს, ის ცხედრის გამოკვლევას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გუშინ გვიან საღამომდე ესწრებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ექსპერტი პირველად შედეგებზე არ საუბრობს.

"მიმდინარეობს ქიმიური კვლევები, წყალში დაიხრჩო თუ არა ამასთან დაკავშირებით და ასევე, გისტოლოგიური გამოკვლევებიც. აღნიშნულის პასუხები რომ იქნება, მერე ვისაუბროთ, რადგან შედეგები მეც მეცოდინება. პირველადი დათვალიერების შედეგებს ვერ გეტყვით, რადგან მე თვითონაც არ ვიცი", - განაცხადა ერისთავმა.

ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში გუშინ იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

იხილეთ ასევე: "არავის ვაპატიებ შენ სიკვდილს, გპირდები"

"ინტერპრესნიუსი"