"კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინე სივრციდანაა, ერთის წყაროს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინე სივრციდანაა, ერთის წყაროს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინე სივრციდანაა. ეზუგბაიას განცხადებით, მესამე ახალი შემთხვევის წყაროსთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

"დღევანდელი მონაცემებით 129 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ორი არის საკარანტინე სივრციდან და ერთ ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით, წყაროს მოძიების თვალსაზრისით, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება. ჩვენს ცენტრში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა, ორი ახალი პაციენტი მივიღეთ. ამ ორი ახალი შემთხვევიდან არც ერთი არ არის მძიმე. ერთთან გვაქვს მსუბუქი სიმძიმის პნევმონია, მეორე - პნევმონიის გარეშეა. ჩვენი ორი ახალი პაციენტი არის სტუდენტი საკარანტინე სივრციდან, ისინი სწავლობდნენ სომხეთში და დაბრუნდნენ, კარანტინში იყვნენ და ჩატარებული კვლევის დადასტურებული პასუხით გადმოყვანილნი იქნენ ჩვენთან. ზოგადად კლინიკაში, 24 პაციენტიდან ყველას სიმძიმე არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი," - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო