თელავში, სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსი შუახნის ქალს დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

თელავში, სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსი შუახნის ქალს დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთი თელავში, სოფელ ყარაჯალაში დადასტურდა. "კოვიდ 19" ყარაჯალაში მცხოვრებ შუახნის ქალს დაუდასტურდა.

ინფიცირებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, საიდანაც მას თბილისში გადაიყვანენ.

ეპიდემიოლოგთა ჯგუფი სოფელში უკვე მუშაობს და სავარაუდო კონტაქტებს იკვლევს.

დაავადებათა კონტროლოს კახეთის რეგიონულ ცენტრში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"