"გიორგი გაბუნიას უღირს საქციელს ბოლო უნდა მოეღოს და..." - რას ამბობს რუსი დეპუტატი? - კვირის პალიტრა

"გიორგი გაბუნიას უღირს საქციელს ბოლო უნდა მოეღოს და..." - რას ამბობს რუსი დეპუტატი?

რუსი დეპუტატი ალექსანდრ შერინი აცხადებს, რომ ქართველმა ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფისთვის პასუხი უნდა აგოს.

"არსებობს მუხლი მთავრობის წარმომადგენლის შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ამ ჟურნალისტის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული,"- განაცხადა რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე შერინმა.

მისივე თქმით, ეს იყო გაბუნიას პირადი მოსაზრება და საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რუსეთის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, ვინაიდან "რუსი ტურისტები ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყაროა."

შერინმა ასევე განაცხადა, რომ გაბუნიას უღირსი საქციელი უნდა შეწყდეს და თუ ეს "ქართული კანონებით ვერ ხერხდება, მაშინ რუსული კანონმდებლობის დახმარებით უნდა განხორციელდეს."

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

იხილეთ ასევე: "დიდი პატივი იქნებოდა, რომ ვიღაც უტიფარი არსების გამო რუსეთში პოპულარული სასმელის იმპორტი აგვეკრძალა" - რას აცხადებენ რუსი ექსპერტები გაბუნიას მორიგ გინებაზე?

"ინტერპრესნიუსი"