დიდუბის ბაზარში მოვაჭრე 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

დიდუბის ბაზარში მოვაჭრე 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

დიდუბის ბაზარში მოვაჭრე 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლუგარის ცენტრიდან, შუახნის ქალის კონტაქტების ნიმუშის პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

40 წლამდე კაცს თელავის ერთ-ერთ საკარანტინო სივრციდან თბილისში გადაიყვანენ.

როგორც დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის მოძიება, როგორც თბილისში, ასევე ყარაჯალაში.

ცნობისთვის, შუახნის ქალს კორონავირუსი თელავში, სოფელ ყარაჯალაში ჩასვლის შემდეგ, გუშინ დაუდასტურა, რის შემდეგაც დაინფიცირებული თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"