როგორ გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებული ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის სტუდენტური საცხოვრებელი? - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებული ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის სტუდენტური საცხოვრებელი?

ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" ფონდ "ქართუს" მიერ დაფინანსებით აშენებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის ფოტოებს აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადის მიიღებს. მართვის და სწავლის მოდელი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად მომზადდა. მათთან ერთად შემუშავდება სასწავლო პროგრამებიც.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე პირველ ეტაპზე სამ სასწავლო კორპუსს, სამ სტუდენტურ საცხოვრებელს, ლექტორების საცხოვრებელს და სასადილოს მოიცავს. გეგმაშია ლაბორატორიების და საუნივერსიტეტო კლინიკის მოწყობაც.

უნივერსიტეტში ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად იმუშავებენ უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტებიც.

წყარო