"რა სანატრელია ახლა "მიშას ციხე"! - რას წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაზე? - კვირის პალიტრა

"რა სანატრელია ახლა "მიშას ციხე"! - რას წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაზე?

"სად არიან გოგონას მშობლები, ამ პანდემიური აკრძალვების დროს 50 კაცი დაქირავებულ ვილაში რომ შეკრიბეს და დააფინანსეს?"

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. თავადაპირველად გამოძიება დაიწყო თავისუფლების აღკვეთის მუხლით, თუმცა მას მერე, რაც გაირკვა, რომ სუფრაზე, სადაც გიორგი იმყოფებოდა, დაპირისპირება მოხდა, რაც შემდგომ ქუჩაშიც გაგრძელდა, სისხლის სამართლის გამოძიებას ძალადობის მუხლიც დაემატა. (იხილეთ სრულად)

"რა სანატრელია ახლა "მიშას ციხე"! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს. დღევანდელი პირობები კურორტია მსგავსი სასტიკი დამნაშავეებისთვის სასჯელის მოსახდელად! სადისტების გამზრდელმა მშობლებმა სიცოცხლე რა სინდისით უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა გაბედონ და იბრძოლონ მათი თავისუფლებისთვის? ! ყველა ის პირი, ვინც არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! სად არის გოგონას მშობლები, ამ პანდემიური აკრძალვების დროს 50 კაცი დაქირავებულ ვილაში რომ შეკრიბეს და დააფინანსეს? გასათვალისწინებელია ახალგაზრდების ასაკი, მათი ნაცნობობა ან უცნობობა.., მათი საერთო ინტერესები თუ... ? უფრო მეტად სასტიკია მკვლელი/ ები, რომელიც 4 დღე სამძებრო სამუშაოებს შორიდან უყურებდა! ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც დუმდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. უბედური დედის ლამაზი, კეთილი, მშრომელი, სპორტსმენი შვილის ნაცემ სხეულს 4 დღე მდინარე დაათრევდა! ყველა ვინც დუმდა, პოტენციური მკვლელია, ვინც შეესწრო კონფლიქტს, მანქანების დევნას, მის დენად ხასიათს და არ შეატყობინა პოლიციას - თანამონაწილეა!

ვეღარ ვიკავებ თავს. ღმერთო, გასკდა გული!!!!!!!!! როგორი შვილი მოუკვდა დედას, საქართველოს...", - წერს მარიამ კუბლაშვილი "ფეისბუკში". (წყარო)

იხილეთ ასევე: "სუფრაზე რამდენიმე კონფლიქტი მოხდა, გამოძიების კითხვებიდან ვასკვნი, რომ დაპირისპირება ჯერ გოგოს გამო დაიწყო, ასევე მოხდა კონფლიქტი დიჯეისთან"