"12 წლის ასაკში შევიტყვე, რომ ქალი, რომელსაც დედას ვეძახდი, სინამდვილეში ჩემი ბებია იყო" - კვირის პალიტრა

"12 წლის ასაკში შევიტყვე, რომ ქალი, რომელსაც დედას ვეძახდი, სინამდვილეში ჩემი ბებია იყო"

გიორგი პისკუნოვს დაახლოებით ორი კვირის წინ ვესაუბრე. ინტერვიუ უნდა ჩამეწერა მასთან მის მძიმე და სიურპრიზებით სავსე ცხოვრებაზე. ამ ადამიანმა 12 წლის ასაკში შეიტყო, რომ ქალი, რომელსაც დედას ეძახდა, სინამდვილეში მისი ბებია გახლდათ... ინტერვიუს ჩაწერა გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო, თუმცა იმავე კვირაში, გიორგის ერთ-ერთ შოუში მოვკარი თვალი, სადაც ჰყვებოდა, თუ როგორ იძალადა მასზე პოლიციელმა - ეს კიდევ ერთი სიურპრიზი გახლდათ გიორგის ცხოვრებიდან... დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მეგობრის დედისგან შევიტყვე, რომ დედაჩემი რეალურად, ჩემი ბებია გახლდათ, ხოლო ქალი, რომელიც სტუმრად მოვიდა და ნათესავი მეგონა, დედაჩემი იყო - ქალი, რომელმაც 8 თვის ასაკში მიმატოვა. აფხაზეთიდან დევნილები ვართ და ჩემზე ფეხმძიმობის დროს ტყვეობაში ყოფილა, ფსიქიკური პრობლემები შეჰქმნია. 8 თვის ვყოფილვარ, როცა გახურებულ "პლიტაზე" დამსვა და დავიწვი..."

"მარშრუტკის" მძღოლმა გაიკვირვა, აქ რა გინდაო? მაგრამ ვინაიდან პოლიციელი მიბარებდა, ცუდზე არ მიფიქრია და ჩავედი. მანქანაში ჩავჯექი და იქ დაიწყო საოცრებები, კარი ჩაკეტა, 100 მეტრი იარა, მერე ტყისკენ გადაუხვია, იარაღი ამოიღო და მემუქრებოდა, ჩუმად იყავიო. საბოლოოდ იძალადა ჩემზე: მცემა, შემდეგ გამაუპატიურა. ეს ადამიანი მანიაკია, ასე მგონია. ის ამ დროს მოქმედი გამომძიებელი იყო, წესით სამუშაო საათები საქმეებისთვის უნდა გამოეყენებინა და ამ დროს ჩემზე ძალადობდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.