"სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს" - კვირის პალიტრა

"სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს"

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დღეს მერიის გვერდზე დაგეგმილ ფეისბუქ "ლაივზე" მერია ტელეეთერებში გასულ ცრუ ინფორმაციას ფაქტებით და მართალი ინფორმაციით გამოეხმაურება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს" და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება.

"ჩვენ არაფერს ვიგონებთ და პასუხები გვექნება თქვენივე გაკეთებულ სიუჟეტებზე არგუმენტებით, ფაქტებით და მართალი ინფორმაციით, რომელიც არის კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომ საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება. დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის "ფეიქ ნიუსებს" და საქართველოშიც არ უნდა დავუშვათ. ეს იქნება პერმანენტული ხასიათის, დაგროვდება თქვენი სიუჟეტები და გაეცემა ადამიანური პასუხი. მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა საზოგადოებას მივაწოდო სწორი ინფორმაცია, რატომ არ უნდა გავცეთ პასუხები და დავტოვოთ უპასუხოდ, რაც არ უნდა სისულელე გააკეთოთ," - განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"