პატრიარქმა გიორგი შაქარაშვილის მშობლებს წერილი მიწერა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა გიორგი შაქარაშვილის მშობლებს წერილი მიწერა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწიმდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მშობლებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცის სოციალურ ქსელში მამა ნაზარ ბასილაია ავრცელებს.

"ლევან და თამარ შაქარაშვილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

მწუხარებით შევიტყვეთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის ამ ქვეყნიდან წასვლის გამო და გვსურს თანადგომა გამოგიცხადოთ თქვენთვის განსაკუთრებულად მძიმე პერიოდში. თუმცა სწორედ ახლა უნდა გაამტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს და გიორგი ცოცხალია. მისმა უკვდავმა, ნათელმა სულმა მარადიული ჭაშმარიტი სიცოცხლის კარიბჭე შეაღო და ამ წიაღის მკვიდრი გახდა. ამიტომაც გულისტკივილი მასთან მხოლოდ დროებითი განშორების გამო უნდა გვქონდეს და შევძლოთ ლოცვითი ურთიერთობით მივუახლოვდეთ.

ჩვენის მხრივ აღვავლენთ ლოცვებს გიორგისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობას" - ნათქვამია წერილში. ლევან და თამარ შაქარაშვილები ვაზისუბნის ერთ-ერთი ეკლესიის მრევლი არიან.