"ძიებაში ვარ ძალიან, სიყვარული მომშივდა" - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბორის ბედიას რჩეული? - კვირის პალიტრა

"ძიებაში ვარ ძალიან, სიყვარული მომშივდა" - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბორის ბედიას რჩეული?

გადაცემა "პროფილში" მომღერალმა ბორის ბედიამ აღნიშა, რომ საყვარელი ქალის ძებნის პროცესშია და იქვე დასძინა, როგორი შეიძლება იყოს მისი რჩეული:

"ალბათ ყველაფერი განგების ნებაა. არ შემყვარებია ჯერ არავინ... რომ დავუკვირდე არასდროს არ მყვარებია. გატაცებები ყოფილა, მაგრამ მალე მორჩა, ალბათ არ ვიყავით ერთმანეთისთვის შექმნილი.  ხელოვანი კაცი ვარ და ვთქვათ ერთი გოგო მომეწონა და იმისთვის ვმღერი, მერე იმისთვის და ეს ხო სერიოზული არ არის. ჩემი აზრით, ალბათ მნიშვნელობა აქვს გარეგნობას, ხო უნდა მოგეწონოს, 3-4 ზომა მკერდი უნდა ჰქონდეს (იცინის), ქერაც მომწონს, შავგრემანიც, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, საშულო სიმაღლის შეიძლება იყოს, ჩემზე მაღალი რომ იყოს არ მინდა, ასაკით ჩემზე 5-6 წლის რომ იყოს, ჰაჰა ათითაც შეიძლება,  და შინაგანი სილამაზეც უნდა ჰქონდეს. თუ სამზარეულოში ყოფნა ეხერხება კარგია თუ არადა ეგეთ რამებზე არ მაქვს გართულება. თუ არ მღერის ესმოდეს მაინც, რომ დავიწყებ არ მიყვიროს გაჩერდიო და თავში არ ჩამარტყას რამე. რაც შეეხება ოჯახს, ვინმე არ უნდა ჰყავდეს წინაპრებში გიჟები და სულელები, იმიტომ რომ გაგადის მემკვიდრეობით. უნდა იყოს ის ერთი და იმ ერთს ვეძებ, ახლა განსაკუთრებით მომშივდა, ძალიან ძიებაში ვარ, სიყვარული მომშივდა".