"მწარე გამოცდილება გვაქვს და..." - რას ამბობს გიორგი გახარია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე? - კვირის პალიტრა

"მწარე გამოცდილება გვაქვს და..." - რას ამბობს გიორგი გახარია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს არ დატოვებს.

მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით მწარე გამოცდილება არსებობს.

"იცით, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა უკვე 17 ეჭვმიტანილი ამ საქმესთან დაკავშირებით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით გამოძიებას აქვს 35 თუ 40 დღე, თუ არ მეშლება, რომ სწრაფი, ინტენსიური გამოძიება აწარმოოს. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კითხვის ნიშნები აქ არ დარჩება, არ დავუტოვებთ. მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენს გამოცდილებას ვსწავლობთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ასევე: მორაგბეები, ძიუდოისტი, ფეხბურთელი - ვინ არიან 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები?