ახალგაზრდა ქალი, რომლის მეუღლე და შვილები რამდენიმე თვის წინ ქვიშხეთთან ავარიის დროს დაიღუპნენ, გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა ქალი, რომლის მეუღლე და შვილები რამდენიმე თვის წინ ქვიშხეთთან ავარიის დროს დაიღუპნენ, გარდაიცვალა

ქვიშხეთში იანვარში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ოჯახის ახლობლებმა AMBEBI.GE-ს დაუდასტურეს.

დაშავებული მარიანა ქორიძე რამდენიმე თვე უგონი მდგონარეობაში იმყოფებოდა და აპარატზე იყო შეერთებული. იგი დღეს გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა 26 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა. ავტომობილში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა. გაგრძელება