"გახარია მომწონს და რა ვქნა?! მისი ადამიანობა მომწონს" - კვირის პალიტრა

"გახარია მომწონს და რა ვქნა?! მისი ადამიანობა მომწონს"

"ოდესმე ვინმეს რომ ეთქვა, მთავრობის, ხელისუფლების თუ კიდევ ვიღაცების მიმართ სითბოს ვიგრძნობდი, ალბათ, გავგიჟდებოდი, მაგრამ ახლა ვგრძნობდი, რომ ვიღაცას ჩემს თანამემამულეებზე შესტკიოდა გული. ამ პერიოდში დავინახე, რომ მთავრობასა და მოსახლეობას საერთო სულისკვეთება ჰქონდათ", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე.

გახარია მომწონს და რა ვქნა?! მისი ადამიანობა მომწონს. იმ 9 წლის "კატასტროფამ" ვერ გაიგო, რით შეაზიზღეს ადამიანებს თავი. მათ ცინიზმით შეაძულეს თავი ყველას, თორემ ცუდია ბათუმი?! მარტვილის კანიონიც მომწონს - სანახაობრივიცაა და ხალხიც არის დასაქმებული... მათ დროს მილიცია პოლიციამ ჩაანაცვლა, საგზაო ინსპექცია აღარ არსებობს... რაც კარგია, უნდა დაინახო, მაგრამ კარგი საქმეების პარალელურად იმ ხელისუფლებისგან წამოვიდა ბოროტება, რაც ვერ აიტანა ხალხმა. სულიერება უნდა გქონდეს კაცს. ბევრი წიგნის წაკითხვა განათლება არ არის. წაკითხულმა შენს სულში, გულში უნდა გაიაროს, დაგაფიქროს, უკეთესად გაქციოს. ამის შემდეგ მოდის სინათლე, განათლება, შინაგანი გასხივოსნება. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ინფორმირებული შეიძლება იყო და ქაჯი როცა ხარ, ინფორმირებულობა ვერ გშველის. მათ შორის უნიჭო არც ერთი არ იყო, ბევრიც ჰქონდათ წაკითხული, მაგრამ მათ სულს ვერაფერი შეეხო...

- ახლა რას ელით?

- პრემიერ-მინისტრს ვუსმენდი... ადამიანი ამბობს, რომ ახლები უნდა მოვიდნენ და თან ნაბიჯებს დგამს, რომ პოლიტიკოსების ახალი ტალღა წამოვიდეს. როცა ადამიანი ამას ხვდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იცით, რა არ მომწონს? ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, ხელისუფლების წარმომადგენელიც და ოპოზიციისაც!

ადრე შავ სიაში ვიყავი - სამსახურიდან გამაგდეს ჩემი პოლიტიკური ხედვის გამო. მაშინდელი კულტურის მინისტრმა ბრძანა, ეს არ დამანახოთ თეატრშიო. დირექტორმა უპასუხა, თანამდებობაზე არ მუშაობს, სამსახურიდან ან უნიჭობის გამო უნდა გავაგდოთ, ან არაპროფესიონალიზმის, მაგრამ არც ერთი არ სჭირს და რა ვქნაო... იმ კულტურის მინისტრმა კი თავისი კულტურით უპასუხა - არ მაინტერესებს, არ დამანახოთ თეატრშიო. ჰოდა, კონტრაქტი აღარ გამიფორმეს. ეს იყო 2010-ში... (იხილეთ სრულად)