სოფელ მეტეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ვინ არის ინფიცირებული? - კვირის პალიტრა

სოფელ მეტეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ვინ არის ინფიცირებული?

შიდა ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა, "კოვიდ-19" კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მცხოვრებს დაუდასტურდა. აღნიშნული პირი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სანიტარია.

"ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეტეხში. ინფიცირებული ქალი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია და ამ ფაქტს კავშირი არ აქვს ამ სოფელში დადასტურებულ იმ სხვა შემთხვევებთან, რომელთა დაინფიცირების წყაროც სავარაუდოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოს უკავშირდებოდა. დღეს, მთელი დღის განმავლობაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ერთობლივად მიმდინარეობდა ეპიდკვლევა. დამატებით, აღებულია 5 ნიმუში და გადაგზავნილია ლუგარის ცენტრში. ხუთივე მათგანი ინიფიცრებულთან კონტაქტში მყოფი პირია", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"