"ამ ინციდენტში მონაწილე ყველა სპორტსმენი უნდა იქნას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული" - კვირის პალიტრა

"ამ ინციდენტში მონაწილე ყველა სპორტსმენი უნდა იქნას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული"

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში, მოგეხსენებათ, არაერთი სპორტსმენი ფიგურირებს, მათ შორის:  ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი, მორგაბეები: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ნიკა ჟვანია, ვიტ ჯორჯიას" 19 წლის ფეხბურთელი, ირაკლი წაქაძე. სწორედ ამ საკითხს ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის "ფეისბუკსტატუსსაც" გთავაზობთ:

"როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს სპორტული საზოგადოება, რომელიც ჯერჯერობით დუმს?

ამ ინციდენტში მონაწილე ყველა სპორტსმენი უნდა იქნას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული.

პრევენციის მიზნით, უნდა დაკანონდეს ნორმა, რომლითაც ყველა სპორტსმენი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ ტიპის გარჩევებში, ან პოლიტიკურ პროცესში ფიზიკურად ჩაერევა, იქნება სამუდამოდ დისკვალიფიცირებული".

იხილეთ ასევე: მორაგბეები, ძიუდოისტი, ფეხბურთელი - ვინ არიან 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები?

იხილეთ: გიორგი შაქარაშვილის უკანასკნელი კადრები - რა ვიდეოჩანაწერებს აქვეყნებს მთავარი პროკურატურა?