კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტის შესახებ რა დეტალები ხდება ცნობილი? - კვირის პალიტრა

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტის შესახებ რა დეტალები ხდება ცნობილი?

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი სავარაუდოდ, სომხეთის რესპუბლიკიდან იყო შემოსული.

მისივე თქმით, 82 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა და 14 ივნისიდან გარდაცვალებამდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

"პაციენტი, 82 წლის მამაკაცი ჩვენთან გარდაიცვალა გუშინ, 27 ივნისს 12:40 საათზე დადასტურდა სიკვდილი. პაციენტი კლინიკაში შემოსული იყო 14 ივნისს, გადმოყვანილი იქნა დადასტურებული დიაგნოზით, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან. პაციენტი 14 ივნისადნ 27 ივნისამდე აპარატზე იყო შეერთებული. იმყოფებოდა მართვისთ სუნთქვაზე, ჰქონდა სხვადასხვა ორგანოს ქრონიკული დაავადება, მოციმციმე არითმეა, გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა. ინფიცირების წყაროს დაზუსტებით ვერ გეტყვით, გვაქვს ინფორმაცია, რომ გადმოსული არიან სომხეთის რესპუბლიკიდან", - განაცხადა მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში ვირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.

"ინტერპრესნიუსი"