"ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის მთავარი წყარო ტრაილერის მძღოლია" - კვირის პალიტრა

"ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის მთავარი წყარო ტრაილერის მძღოლია"

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის დადასტურებული 2 ახალი შემთხვევებიდან ერთი ინფიცირებულთან კონტაქტია, ხოლო მეორე ტრაილერის მძღოლია.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ქვეყანაში შემოტანილი ინფექციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ტრაილერის მძღოლები არიან.

"დღეს დილისთვის 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ერთი არის კონტაქტი ინფიცირებულთან და მეორე გახლავთ ტრაილერის მძღოლი. მოგეხსენებათ, ტრაილერის მძღოლები გახლავთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი ინფექციის. დღემდე Pჩღ ტექნოლოგიით დადასტურებულია 30-მდე კოვიდინფიცირებული სატვირთოს მძღოლი, რომელმაც გადმოკვეთა საზღვარი. სადღაც 400-მდე სატვირთოს მძღოლის გამოკვლევა მოხდა, დადასტურებული შემთხვევები მკურნალობენ სამედიცინო დაწესებულებებში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 928 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 794-სშეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 229 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იხილეთ ვიდეო