"გოგო განწირული ღრიალებდა... იმდენად შოკურ მდგომარეობაში იყო, ვერ აცნობიერებდა, რომ გადარჩა" - კვირის პალიტრა

"გოგო განწირული ღრიალებდა... იმდენად შოკურ მდგომარეობაში იყო, ვერ აცნობიერებდა, რომ გადარჩა"

24 წლის გოგონა, რომელსაც ასევე 24 წლის ბიჭმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც ქაშიბაძე განმარტავს, გოგონას სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ის დამწვრობის შოკიდან ჯერ გამოსული არ არის.

როგორც ქაშიბაძე განმარტავს, გოგონას სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ის დამწვრობის შოკიდან ჯერ გამოსული არ არის.

"გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დამწვრობის შოკიდან არ გამოსულა, მეორე-მესამე ხარისხის 37%-იანი დამწვრობა აქვს, ქვემო კიდურები დაზიანებული აქვს, ასევე ორივე წვივი და ორივე ბარძაყი. ტრავმა სავარაუდოდ, ბენიზნის ააალების შედეგად აქვს მიღებული. ვიმეორებ, გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთვსებული", - აცხადებს ქაშიბაძე.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 24 წლის მამაკაცი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, უკვე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ გოგონას საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

მომხდარის დეტალებზე გოგონას მეზობელი "პალიტრანიუსს" ესაუბრა:

"მეგობრებთან და მეზობლებთან ერთად ვისხედით ჩემთან სამზარეულოში, უცებ ისეთი აფეთქების ხმა იყო, დაზანზარდა ჩემი სამზარეულო და ყველანი გარეთ გამოვცვივდით. აფეთქებას მოჰყვა გოგოს ღრიალი, განწირული ხმით ღრიალებდა, თავიდან ვერ მივხვდით რა მოხდა. "112"-ში დავერეკე, შემოსასვლელი მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული, ისეთი კვამლი იყო, აქ ხომ ჩაბურული იყო ყველაფერი და ზემოთაც ვერ ვხედავდით ერთმანეთს. სასწრაფოში და პატრულში რომ დავრეკეთ, 3 წუთში მოვიდნენ. საწყალ გოგოს ხელები, ფეხები დამწვარი ჰქონდა, იმდენად შოკურ მდგომარეობაში იყო, იმას ვერ აცნობიერებდა რომ გადარჩა, ტიროდა იმას, რომ დაამახინჯეს. იქამდე რა მოხდა, არ ვიცი. ეს გოგო ძალიან წყნარი გოგოა, აქ ცხოვრობს ნაქირავებში", - აცხადებს თვითმხილველი.

იხილეთ ასევე: შალვა გოგოლაძეს, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა

იხილეთ ვიდეო