"უმძიმესი კვირა მაქვს... არ ვიცი, ვინ, სად ლო­ცუ­ლობთ, თხოვეთ, დედაჩემი გადარჩეს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"უმძიმესი კვირა მაქვს... არ ვიცი, ვინ, სად ლო­ცუ­ლობთ, თხოვეთ, დედაჩემი გადარჩეს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში დედის, დარეჯან დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და გულშემატკივრებს მორალური მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს:

"უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში. დედა მყავს ცუდად. ეს თემა დახურული მაქვს ზოგადად, მეგობრებისთვისაც კი, უბრალოდ ფაქტი იცის ყველამ.

არ ვიცი ვის, რისი გწამთ. ვინ, ვის თხოვთ, როცა რამე გიჭირთ, ვინ, სად ლოცულობთ, თხოვეთ, რომ დედაჩემიც გადარჩეს. მისი სახელია დარეჯანი. ყველაზე საყვარელი დარეჯანია მთელს სამყაროში", - წერს ტელეწამყვანი. (წყარო)