"სოფი არ გაცოცხლდება, მაგრამ..." - რას წერს ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას და პროკურატურის გადაწყვეტილებაზე - კვირის პალიტრა

"სოფი არ გაცოცხლდება, მაგრამ..." - რას წერს ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას და პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

2019 წლის მაისში, სკოლის ექსკურსიაზე მყოფი გოგონას - სოფო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ ბრალი სკოლის ორ პედაგოგს წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს მომხდარ შემთხვევაში, სკოლა "ალბიონის" ორი პედაგოგის - ნ.ს-ს და ვ.ქ.-ს ბრალეულობა დადგინდა და მათ ბრალდება წარედგინათ გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბრალდება სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

პროკურატურის გადაწყვეტილებას "ფეისბუქზე" ეხმაურება გარდაცვლილი გოგონას და ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი, რომელმაც გასულ თვეში პროკურატურას მიმართა, უწყებას ერთთვიანი ვადა მისცა და მოითხოვა გამოძიებას დროულად დაედო შედეგი, რადგან ოჯახი 1 წელია პროკურატურისგან ერთადერთ პასუხს იღებდა - "მიმდინარეობს გამოძიება".

"დღეს სოფის ორ მასწავლებელს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს, მერე სასამართლოში გაგრძელდება ყველაფერი და მეც გავყვები ბოლომდე. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის... სოფი არ გაცოცხლდება, მაგრამ იქნებ მთელი საქართველოს სამასწავლებლომ გაიგოს ეს ამბავი და ერთი ბავშვი მაინც გადაურჩეს სიკვდილს, ეგეც საქმე იქნება" - წერს სალომე ბარკერი. (წყარო)