წყალტუბოში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 17 წლის გოგო მიტოვებული შენობის ლიფტის შახტაში ჩავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს."ინტერპრესნიუსი"