წყალტუბოში 17 წლის გოგო ლიფტის შახტაში ჩავარდა და გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

წყალტუბოში 17 წლის გოგო ლიფტის შახტაში ჩავარდა და გარდაიცვალა

წყალტუბოში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 17 წლის გოგო მიტოვებული შენობის ლიფტის შახტაში ჩავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"