რას ამბობს მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევის წყაროზე?
რას ამბობს მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევის წყაროზე?
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 7 შემოტანილი, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ კლინიკაში ამჟამად 23 პაციენტი მკურნალობს და არც ერთის მდგომარეობა მძიმე არ არის.

"დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 23-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს. 8 ახალი შემთხვევიდან 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, დანარჩენი 7 არის შემოტანილი შემთხვევა. ამ 7-დან
6 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და 1 არის ჩვეულებრივი მოქალაქე. ჩვენს ცენტრში 4 ახალი პაციენტი მოთავსდა, გაეწერა - 3 და დღეს გვყავს 23 დადასტურებული შემთხვევა. რუტინული კვლევებით, ამ პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე, არიან საშუალო სიმძიმის პაციენტები. ჩვენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და
თანდათანობით მათი მდგომარეობის გაუმჯობესება ხდება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები