რას ამბობს მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევის წყაროზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევის წყაროზე?

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 7 შემოტანილი, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ კლინიკაში ამჟამად 23 პაციენტი მკურნალობს და არც ერთის მდგომარეობა მძიმე არ არის.

"დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 23-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს. 8 ახალი შემთხვევიდან 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, დანარჩენი 7 არის შემოტანილი შემთხვევა. ამ 7-დან 6 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და 1 არის ჩვეულებრივი მოქალაქე. ჩვენს ცენტრში 4 ახალი პაციენტი მოთავსდა, გაეწერა - 3 და დღეს გვყავს 23 დადასტურებული შემთხვევა. რუტინული კვლევებით, ამ პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე, არიან საშუალო სიმძიმის პაციენტები. ჩვენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და თანდათანობით მათი მდგომარეობის გაუმჯობესება ხდება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო