"ქვეყანაში ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რომ ისევ დავიწყოთ დიდი ქორწილები, შეკრებები"
"ქვეყანაში ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რომ ისევ დავიწყოთ დიდი ქორწილები, შეკრებები"
ტესტირების გაზრდასთან ერთად, გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა, ერთნიშნა ციფრს არ აცილებია. ეს არაპირდაპირი ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს სტატისტიკა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მოსახლეობა დამშვიდდეს და კვლავ გამართოს დიდი ქორწილები, შეკრებები და დღეობები.

"ტესტირებების რაოდენობა გაზრდილია, ივნისში 1800 იყო დღის განმავლობაში. გუშინწინ 3000 გვქონდა, 2800 -მდე გუშინ. მთავრობის დადგენილებით,
გაიზრდა ჯგუფები, სადაც ტარდება ტესტირება. ასევე გაიზარდა სამედიცინო პერსონალის გადამოწმების სიხშირე ანუ პერიოდულობა შემცირდა ერთ კვირამდე. ახლა განსაკუთრებული ყურადღება არის ე.წ. სატვირთოს მძღოლებზე. დღესაც გვაქვს 8 ახალი შემთხვევა, აქედან 6 არის მძღოლი. ყველას წყარო ვიცით და ყველა არის შემოტანილი შემთხვევა. ამ მხრივ ტესტირების გაზრდასთან ერთად
გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა ერთნიშნა ციფრს არ აცილებია. ეს არაპირდაპირი ნიშანია იმის, რომ ქვეყანაში, შიგნით ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, რაც კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რომ ისევ დავიწყოთ დიდი ქორწილები, შეკრებები, დღეობები. პრინციპული რჩება ნიღაბი, დისტანცია და ხელების ხშირი სანიტარული დამუშავება,"- განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები