პოლონეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ახალგაზდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი 27 წლის სენაკელი ირაკლი ძველაიაა, რომელიც საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფებოდა.როგორც AMBEBI.GE-ს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა გოჩა ჭანტურიამ უთხრა, ახალგაზრდის ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენების საკითხზე მთავრობა მუშაობს."როგორც ცნობილია ახალგაზრდები ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ. ირაკლი ძველაია სენაკელია. აქ დედა, მამა და ძმა ცხოვრობს. თვითონ ორი-სამი წელია, რაც პოლონეთშია. იქ მუშაობდა. მასთან ერთად გარდაცვილი ახალგაზრდაც ქართველია. გაგრძელება