"მასთან ერთად გარდაცვლილი ახალგაზრდაც ქართველია" - ვინ არის 27 წლის ახალგაზრდა, რომელიც პოლონეთში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა
პოლონეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ახალგაზდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი 27 წლის სენაკელი ირაკლი ძველაიაა, რომელიც საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფებოდა.
როგორც AMBEBI.GE-ს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა გოჩა ჭანტურიამ უთხრა, ახალგაზრდის ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენების საკითხზე მთავრობა მუშაობს.
"როგორც ცნობილია ახალგაზრდები ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ. ირაკლი ძველაია სენაკელია. აქ დედა, მამა და ძმა ცხოვრობს. თვითონ ორი-სამი წელია, რაც პოლონეთშია. იქ მუშაობდა. მასთან ერთად გარდაცვილი ახალგაზრდაც ქართველია. გაგრძელება