ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 3 კურსანტს დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 3 კურსანტს დაუდასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი რუსეთიდან დაბრუნებულ კიდევ 3 კურსანტს დაუდასტურდა, - ამის შესახებ სააგენტო Рес-ს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ ანნა გაგლოევამ განუცხადა. მისივე თქმით, კურსანტები კარანტინში იმყოფებოდნენ.

დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ე.წ. რესპუბლიკაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 68 პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია.

"ინტერპრესნიუსი"