კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა - ვინ არის ინფიცირებული?
კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა - ვინ არის ინფიცირებული?
კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სარფის საბაჟოდან საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, სადაც კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის აჭარაში სულ 3 ინფიცირებული მკურნალობს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 343 ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან, მხოლოდ ერთი პაციენტის კვლევის პასუხი იყო დადებითი.

"ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი
კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 22 644 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1587 პირი. კარანტინი დატოვა 9318-მა პირმა", - განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები