"მესმის, რომ შემსუბუქების პროცესში ხალხს მეტად უნდა გართობა, მაგრამ..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე? - კვირის პალიტრა

"მესმის, რომ შემსუბუქების პროცესში ხალხს მეტად უნდა გართობა, მაგრამ..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე?

მესმის, რომ შემსუბუქების პროცესში ხალხს მეტად უნდა გართობა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ზომიერების და იმ რეგულაციების ფარგლებში, რაც დადგენილია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეპიდმდგომარეობა უკეთესია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

"მთავარი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, საზოგადოებამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სიტუაცია ბევრად უკეთ გამოიყურება, მხედველობაში მაქვს, ეპიდსიტუაცია, ვიდრე ჩვენს მეზობელ ან სხვა ქვეყნებში, ეს ჩვენ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უნდა იყოს მეტი მზადყოფნა. კერძოდ, პირბადის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა და ზოგადად, ჰიგიენური წესების დაცვა აუცილებელია. თავი უნდა ავარიდოთ დიდ თავშეყრის ადგილებს. მესმის, რომ შემსუბუქების პროცესში ხალხს მეტად უნდა გართობა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ზომიერების და იმ რეგულაციების ფარგლებში, რაც დადგენილია",- განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"