თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა - როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა - როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში განუცხადეს, ბავშვი მართვით სუნთქვაზეა და შესაბამისი გამოკვლევები ამ წუთებში უტარდება.

'ამ ეტაპზე, რაც შემიძლია, გითხრათ არის რომ ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე, არის კრიტიკულად მძიმე პაციენტი. მეტ ინფორმაციას ამ დროისათვის ვერ მოგაწვდით, რადგან ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება ამ წუთები", - აცხადებენ კლინიკაში.

ფაქტი "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები