3 ახალი ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული - როგორია კოვიდ 19-ის ბოლო მონაცემები საქართველოში? - კვირის პალიტრა

3 ახალი ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული - როგორია კოვიდ 19-ის ბოლო მონაცემები საქართველოში?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 946 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა და 825 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3310 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 203 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.