მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარება კვლავ მძიმეა
მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარება კვლავ მძიმეა
მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდა, კვლავ მძიმეა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, მცირეწლოვანს ამ წუთებში კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება.

"მდგომარეობა შემოსვლის წუთიდან ძალიან მძიმე იყო. ბავშვი ისევ საოპერაციოშია შეყვანილი, ქალატვინის ტრავმა, ტრამვული შოკი იყო და დილით ისევ საოპერაციოში შეიყვანეს, ოპერაციას ნეიროქირურგი აკეთებს", - აცხადებს ჩხაიძე.

გუშინ, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6
სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები