"არა­ვინ იცო­და რომ ორ­სუ­ლად იყო, არც ქმარ­მა... არ აღიარებდა, რომ იმშობიარა" - რას ამბობენ 24 წლის ქალზე, რომელმაც ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო - კვირის პალიტრა

"არა­ვინ იცო­და რომ ორ­სუ­ლად იყო, არც ქმარ­მა... არ აღიარებდა, რომ იმშობიარა" - რას ამბობენ 24 წლის ქალზე, რომელმაც ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, სადაც 24 წლის ქალმა ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო, შემზარავი დანაშაულის ახალ დეტალებზე საუბრობენ.

არსებული ინფორმაციით, ქალს მშობიარობიდან ორ დღეში ძლიერი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს და სიტუაციის გარკვევის შემდეგ, ექიმმა სამართალდამცველები გამოიძახა.

გარდაცვლილი ახალშობილის გარდა, ქალს 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ახალნამშობიარები ქალი კასპში, კლინიკა "მედალფას" გინეკოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული.

"არ აღიარებდა, რომ იმშობიარა. შემოვიდა ტკივილებით, როცა ექიმმა გასინჯა, დადგინდა რომ ნამშობიარები იყო, რადგან მომყოლი იყო საშვილოსნოს ღრუში. არაადეკვატურია ქალბატონი, არაფერს ამბობს, ზედმეტად არ შევდივართ კონტაქტში. სამართალდამცველები მუშაობენ. ქალის მდგომარეობა სტაბილურია და გაეწერება ბინაზე" - ამბობს კასპის საავადმყოფო "მედალფას" ექიმი ნინო ბოლქვაძე.

ბრალდებულის მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ორსულობის შესახებ ოჯახში არაფერი იცოდნენ.

"არავინ იცოდა რომ ორსულად იყო, არც სოფელში იცოდნენ, არც ქმარმა იცოდა, არც დედამთილმა. მაღაზიაში წინა დღეს შემოვიდა და მუცელი არ ეტყობოდა. ამბობენ საპირფარეშოში ჩააგდოო... მარტო იყო და სახლში იმშობიარა. ბავშვი, ბიჭი უკვე მკვდარი დაიბადაო" - ამბობს ბრალდებული ქალის მეზობელი. გაგრძელება