აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ვინ არიან ინფიცირებულები?
04-07-2020
აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ვინ არიან ინფიცირებულები?
კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. 27 წლის მამაკაცს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, იგი თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნდა. რაც შეეხება ქალს, იგი აჭარაში ერთ-ერთი კლინიკის სანიტარია.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რისკ-ჯგუფების გეგმური შემოწმებისას სანიტარს ინფექცია დაუდასტურდა. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი მკურნალობს.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 948 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 825 არის. ქვეყანაში კორონავირუსით 15
ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები