ქედაში ავტომანქანა ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ქედაში ავტომანქანა ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ბავშვია. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, სოფელ მეძიბნაში მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. ადგილზე სამაშველო-სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დაღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"