3 წლის ბავშვი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება - კვირის პალიტრა

3 წლის ბავშვი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

3 წლის ბავშვი, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მართვით სუნთქვაზე რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, მცირეწლოვანს სხეულზე სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა.

"ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ, კვლავ მძიმეა. ნეიროქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ოპერაცია დღეს ჩაუტარდა. რჩება მართვით სუნთქვაზე. აღენიშნება ორივე ზედა კიდურის, სახის ძვლებისა და ქალა-ფუძის მოტეხილობა. ასევე აქვს მუცლის ღრუს დაზიანება, თუმცა მუცლის ღრუ ჯერჯერობით გასახსნელი არ არის, ვაკვირდებით. ჯერჯერობით არ გაკეთებულა სახის ძვლების ოპერაცია, იმიტომ, რომ მდგომარეობა საკმოდ მძიმეა", - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"