"აფხაზეთში რამდენიმე ათასი ნარკომანია და ყველა სომეხი ნარკორეალიზატორის კლიენტია. ამბობენ..."
"აფხაზეთში რამდენიმე ათასი ნარკომანია და ყველა სომეხი ნარკორეალიზატორის კლიენტია. ამბობენ..."
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზით ცდილობს სომხებისა და აფხაზების დაპირისპირება­ შეარბილოს, მაგრამ აფხაზების აგრესია ხანდახან იმდენად მწვავეა, სომხები­ უკან იხევენ, ოღონდ დროებით, და ვითარების ჩაწყნარების შემდეგ სხვა გზებით ცდილობენ მიზნის მიღწევას და ხშირად შედეგიანადაც. აფხაზების თქმით, ბჟანია-ანქვაბის გუნდი, რომელიც კრიმინალთან ბრძოლას აპირებს, განწირულია მარცხისთვის, რადგან ე.წ. კანონიერი ქურდები, ნარკომოვაჭრე სომხები და არაერთი აფხაზი "მაღალჩინოსანი"
საერთო ბიზნესში არიან ჩართული.

რამდენიმე დღის წინ აფხაზმა სამართალდამცავებმა ხუთი მოქალაქე დააკავეს. მათ ოჩამჩირეში სოფელ ლაბრის
ადმინისტრაციის უფროსს არუთინ მელქონიანს სასტიკად სცემეს. ის ამ პოსტზე 12 ივნისს დანიშნეს, იმავე ღამეს კი თანასოფლელები და სხვა პირები გაუსწორდნენ. მელქონიანი თავდამსხმელებს გაექცა და "კალაშნიკოვით" ცეცხლი გაუხსნა. ამ ფაქტის
შემდეგ მას თანამდებობა დაატოვებინეს, მაგრამ აფხაზების თქმით, მელქონიანს ვიღაც მფარველობს და ისევ ცდილობენ მის თანამდებობაზე დაბრუნებას.

"მთელი ოჯახი ნარკოტიკს ყიდის. ეს მელქონიანების ხელშეუხებელი ბიზნესია, ამიტომაც არის, რომ ამ დაქცეულ სოფელში მათი სასახლე, რომელსაც გარს გალავანი აკრავს, გამორჩეულია. მელქონიანებს კავშირები აქვთ სოხუმელ სომხებთან. ყველა მათგანის ბიზნესი ხელშეუხებელია", - ამბობს ერთ-ერთი აფხაზი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.

არც ისე დიდი ხნის წინ სოხუმის ლეჩკოპის სასაფლაოზე არმენ­ გრიგორიანს სასტიკად სცემეს, შემდეგ გაიტაცეს და მის ოჯახს გამოსასყიდი - 17 მილიონი რუბლი მოსთხოვეს.­ სოხუმის სომეხმა მოსახლეობამ სცადა ასეთი ფაქტებისთვის პოლიტიკური სარჩული დაედო, რადგან მის გატაცებაში ე.წ. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, არტურ ანქვაბი მონაწილეობდა, თუმცა არ გამოუვიდა. გრიგორიანი მილიციამ გამოიხსნა. აფხაზების თქმით, გრიგორიანიც, ისევე, როგორც ბევრი სხვა სომეხი, ნარკობიზნესშია ჩართული. ნარკობიზნესი აფხაზეთში ხომ, ძირითადად, სომხების ხელშია.

"აფხაზებისთვის 70 000 სომეხი ანგარიშგასაწევი ძალაა"

ნიკა, 36 წლის, სოხუმის მკვიდრი: - აფხაზეთში დაახლოებით 70 000 სომეხი ცხოვრობს, მათთვის 23 სკოლაა გახსნილი­, სადაც სწავლება სომხურ ენაზე მიმდინარეობს. ისინი არ თვლიან საჭიროდ აფხაზური ენის შესწავლას და ჩვენ რუსულად გველაპარაკებიან. ყველა სკოლადამთავრებულს შეუძლია უმაღლესი განათლება სომხეთში მიიღოს. ბევრი მათგანი აფხაზეთში ბრუნდება და აქ იწყებს მუშაობას. აქაური სომეხი ბიზნესმენებიც ახალგაზრდა სომხების დასაქმებას ცდილობენ. როდესაც ამ საკითხზე საუბარს ვიწყებთ, მაშინვე რასიზმს მოგვაკერებენ ხოლმე, არადა, რუსეთში 2 მილიონამდე სომეხი ცხოვრობს, მაგრამ არც ერთი სომხური სკოლა არა აქვთ. ყოველ წელს აფხაზეთში სომხური კულტურის დღეები­ ტარდება. უამრავი სომეხი ჩამოდის, ზოგი რუსეთიდან, ზოგი სომხეთიდან. ადრე აფხაზებს ეს უხაროდათ, ფულს ჩვენთან დახარჯავენო, მერე კი ცხადი შეიქნა, რომ ჩამოსული სტუმრები მხოლოდ სომხების სასტუმროებსა და კვების ობიექტებში ჩერდებოდნენ. ასე რომ, აფხაზებისთვის 70 000 სომეხი ანგარიშგასაწევი ძალაა. გაგრაში, რომელსაც სომხები ფაქტობრივად, დაეპატრონენ, ისევე როგორც ბიჭვინთას, ბოლო წლებში ქალაქის ცენტრში სომხური ეკლესია ააშენეს. წირვა-ლოცვა სომხურ ენაზე მიმდინარეობს და ძალიან ძლიერი მრევლი ჰყავთ. გაგრძელება

მალხაზი
06 ივლისი 2020 14:18
დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლისფერი ძაღლიო
ლევანი
06 ივლისი 2020 11:04
აფხაზებს რომ გაანადგურებენ, მერე რა იქნება, საინტერესოა, რუსები სომხებს ჩააბარებენ მაგ ალმასივით კუთხეს? ეგ ხომ თავისთვის უნდათ, სომხების გამოყრას ვისი ხელით მოაწყობენ, ეს კიდევ ყველაზე საინტერესოა.
?
06 ივლისი 2020 10:33
70 000 სომეხი საიდან ? 40 000 სომეხი ცხოვრობს აფხაზეთში

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები