მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია - კვირის პალიტრა

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია

მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ტყეში შეინიშნება დაკვამლიანება და მობილიზებულია სამი ეკიპაჟი, 20-მდე მეხანძრე-მაშველი.

მათი განმარტებით, მეხანძრე-მაშველები რელიეფის შესაბამისად იმუშავებენ.

"ინტერპრესნიუსი"