სალომე ზურაბიშვილი: "გამოვიყენოთ ეს ზაფხული საქართველოში არაჩვეულებრივი ადგილების აღმოსაჩენად"
სალომე ზურაბიშვილი: "გამოვიყენოთ ეს ზაფხული საქართველოში არაჩვეულებრივი ადგილების აღმოსაჩენად"
ფაქტია, რომ საქართველოს ყველა რეგიონსა და მხარეში ბევრი არაჩვეულებრივი ადგილია აღმოსაჩენი. მინდა, ყველას მოვუწოდო, გამოიყენონ ეს ზაფხული. როცა ბევრს სხვაგან წასვლა არ შეუძლია, საქართველოში მოგზაურობა შესაძლებელია, ამითი ვისარგებლოთ და აღმოვაჩინოთ ეს ფანტასტიკური ადგილები! , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ლეჩხუმში იმყოფებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაცით, პრეზიდენტი სოფელ ქვემო ღვირიშში ადგილობრივი ფერმერის ოჯახს ეწვია და ქართული ენდემური ხორბლის ჯიში - ზანდურას, დიკას და წითელი დოლის ყანა, ასევე,
ღვირიშის ჩანჩქერი მოინახულა.

"ქართული ხორბლის ენდემური სახეობები უნიკალურია იმითაც, რომ სოკოვანი დაავადებების მიმართ განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევიან. ცნობილია, რომ საქართველო კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერაა.

დღესვე, პრეზიდენტი ორბელის გადმოსახედს ესტუმრა და პირადად გაიარა მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები