"ძნე­ლია როცა მამა გი­ჩი­ვის და სა­მარ­თალს ეძებ სა­ქარ­თვე­ლო­ში..." - ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო? - კვირის პალიტრა

"ძნე­ლია როცა მამა გი­ჩი­ვის და სა­მარ­თალს ეძებ სა­ქარ­თვე­ლო­ში..." - ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო?

ქართველი მილიარდელი, ექსპრემიერი და პარტია "ქართული ოცნების" თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჭორვილაში ხუთშვილიან ოჯახში დაიბადა გაიზარდა. წლების მანძილზე ჩაკეტილი ცხოვრების მიუხედავად 2012 წელს იძულებული გახდა, რომ ეს წრე გაერღვია და მის შესახებ არსებული მითების ფონზე პოლიტიკაში ეცადა ბედი.

ლეგენდარული ქართველი მეცენატის შესახებ მაშინ საზოგადოებამ ერთადერთი ის იცოდა, რომ ხელოვან ადამიანებს დახმარებას წლების მანძილზე ურიცხავდა და ასევე საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გაიცნო საზოგადოებამ რეპერი ბერა ივანიშვილი და დღემდე, ის ერთადერთი გამონაკლისია მილიარდელის ოჯახიდან, ვისი ცხოვრების შესახებაც თითქმის ყველაფერია ცნობილი.

ივანიშვილის კიდევ სამი შვილის შესახებ კი საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის, გარდა იმისა რომ გვანცას უყვარს ასტროლოგია, ცოტნე კარგად ხატავს და უტა ევროპაში ცხოვრობს.

ამჯერად გადავწყვიტეთ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალესანდრე ივანიშვილის საინტერესო ცხოვრების შესახებ მოგიყვებთ. ალექსანდრეს და მისი უფროსი ძმის ადიკოს სახელებმა სხვადასხვა კონტექსტით მედიაში არაერთხელ გაიჟღერა. ცნობილია, რომ ადიკო ივანიშვილი მილიარდელის უფროსი ძმაა. როგორც ამბობენ, ძალიან უყვარს ქართული სუფრა და ხანდახან ჟურნალისტებთან ისეთი რაღაცები წამოსცდება ხოლმე, რაც არ უნდა თქვას. ამის გამო 2017 წელს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია. მაშინ ადიკო ივანიშვილმა კამერების წინ არჩევნებზე მისი ფავორიტი კანდიდატის შესახებ ისაუბრა, მოგვიანებით კი ამაზე განმარტების გაკეთება მოუწია:

"ბიძინამ მითხრა, რომ არ ჩავერიო არაფერში, რომ ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა და მორჩა. გპირდებით, რომ აპოლიტიკური გავხდები და არავის კომენტარს არ მივცემ", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ადიკო ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის მეორე ძმა ალექსანდრე ივანიშვილმა, როგორც ამბობენ ბიზნესმენ ძმას იმედები გაუმართლა.

ალექსანდრე ივანიშვილი ოჯახთან ერთად

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც "ქართული ოცნება", როგორც პარტია პოპულარობის პიკზე იყო ალექსანდრე ივანიშვილი სკანდალში გაეხვა. ერთ დღეს ქართულ მედიას, ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ქალბატონი მზია ხინჩაგაშვილი დაუკავშირდა და ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას წლების წინ ალექსანდრე ივანიშვილისგან გოგონა თეონა შეეძინა.

ქალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალექსიმ შვილი ოფიციალურად არ აღიარა, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დედა-შვილს წლების მანძილზე ფულს უხდიდა და თბილისში ბინაც უყიდა. ამის შემდეგ უკვე დედა თეონას კანონიერ შვილად ცნობას და ივანიშვილების გვარს ითხოვდა. გაგრძელება