"ძნე­ლია როცა მამა გი­ჩი­ვის და სა­მარ­თალს ეძებ სა­ქარ­თვე­ლო­ში..." - ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო?
"ძნე­ლია როცა მამა გი­ჩი­ვის და სა­მარ­თალს ეძებ სა­ქარ­თვე­ლო­ში..." - ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო?
ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­ლი, ექ­სპრე­მი­ე­რი და პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­ჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჭორ­ვი­ლა­ში ხუთშ­ვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბა­და გა­ი­ზარ­და. წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად 2012 წელს იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რომ ეს წრე გა­ერ­ღვია და მის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი მი­თე­ბის ფონ­ზე პო­ლი­ტი­კა­ში ეცა­და ბედი.

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ცე­ნა­ტის შე­სა­ხებ მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თა­დერ­თი ის იცო­და, რომ ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბას წლე­ბის მან­ძილ­ზე ური­ცხავ­და და ასე­ვე საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე ცოტა ხნით ადრე გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ
რე­პე­რი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი და დღემ­დე, ის ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია მი­ლი­არ­დე­ლის ოჯა­ხი­დან, ვისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

ივა­ნიშ­ვი­ლის კი­დევ სამი შვი­ლის შე­სა­ხებ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თით­ქმის არა­ფე­რი იცის, გარ­და იმი­სა რომ გვან­ცას უყ­ვარს ას­ტრო­ლო­გია, ცოტ­ნე კარ­გად ხა­ტავს და უტა ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს.

ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ ბი­ძი­ნა
ივა­ნიშ­ვი­ლის ძმის, ალე­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვებთ. ალექ­სან­დრეს და მისი უფ­რო­სი ძმის ადი­კოს სა­ხე­ლებ­მა სხვა­დას­ხვა კონ­ტექ­სტით მე­დი­ა­ში არა­ერ­თხელ გა­იჟ­ღე­რა. ცნო­ბი­ლია, რომ ადი­კო ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ლი­არ­დე­ლის უფ­რო­სი ძმაა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან უყ­ვარს ქარ­თუ­ლი სუფ­რა და ხან­და­ხან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისე­თი რა­ღა­ცე­ბი წა­მოს­ცდე­ბა ხოლ­მე, რაც არ უნდა თქვას. ამის გამო 2017 წელს ბო­დი­შის მოხ­დაც კი მო­უ­წია. მა­შინ ადი­კო ივა­ნიშ­ვილ­მა კა­მე­რე­ბის წინ არ­ჩევ­ნებ­ზე მისი ფა­ვო­რი­ტი კან­დი­და­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ამა­ზე გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია:

"ბი­ძი­ნამ მი­თხრა, რომ არ ჩა­ვე­რიო არა­ფერ­ში, რომ ჩემი საქ­მე არ არის პო­ლი­ტი­კა და მორ­ჩა. გპირ­დე­ბით, რომ აპო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ხდე­ბი და არა­ვის კო­მენ­ტარს არ მივ­ცემ", - აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ადი­კო ივა­ნიშ­ვილ­მა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­ო­რე ძმა ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­გორც ამ­ბო­ბენ ბიზ­ნეს­მენ ძმას იმე­დე­ბი გა­უ­მარ­თლა.
ალექსანდრე ივანიშვილი ოჯახთან ერთად
თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ასე მარ­ტი­ვად არ ყო­ფი­ლა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რო­გორც პარ­ტია პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე იყო ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ერთ დღეს ქარ­თულ მე­დი­ას, ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი მზია ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­და და ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მას წლე­ბის წინ ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლის­გან გო­გო­ნა თე­ო­ნა შე­ე­ძი­ნა.

ქა­ლის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალექ­სიმ შვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ აღი­ა­რა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შუ­ა­მავ­ლო­ბით დედა-შვილს წლე­ბის მან­ძილ­ზე ფულს უხ­დი­და და თბი­ლის­ში ბი­ნაც უყი­და. ამის შემ­დეგ უკვე დედა თე­ო­ნას კა­ნო­ნი­ერ შვი­ლად ცნო­ბას და ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის გვარს ითხოვ­და. გაგრძელება

06 ივლისი 2020 19:51
გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად გამრავლდით და გაიხარეთ მოგიკითხავთ სიყვარულით სიღნაღიდან

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები