ცნობილია თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტის წყარო? - რას ამბობს მარინა ეზუგბაია? - კვირის პალიტრა

ცნობილია თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტის წყარო? - რას ამბობს მარინა ეზუგბაია?

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5-ვე ახალი შემთხვევა შემოტანილია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 5-დან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 2 კი სხვა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქე.

"დღეს 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 8-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 105 პაციენტი მკურნალობს. 5 ახალი შემთხვევიდან 5-ვე შემოტანილია, აქედან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, დანარჩენი ორი ჩვეულებრივი შემოსული მოქალაქეა. ჩვენს ცენტრში 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, დაგვემატა 2 ახალი დადასტურებული და კვლავ გვყავს 24 პაციენტი. ახალი პაციენტები არიან სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კარანტინში იყვნენ და კარანტინში ყოფნის პერიოდში, მონიტორინგის დროს დაუდასტურდათ კორონავირუსი. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძმის, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, ძირითადად საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები გვყავს", - განმარტა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს დაიცავენ, მეორე ტალღის შემთხვევაში, ეს საქართველოსთვის მძიმე შედეგს არ მოიტანს და ისევე წარმატებით გაუმკლავდება მას, როგორც პირველ ტალღას.

იხილეთ ვიდეო