"ყვე­ლა­ფერს იმას ვა­სა­ხი­ე­რებ, რა­საც უარ­ვყოფ­დი და დავ­ცი­ნო­დი" - რას წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა­ფერს იმას ვა­სა­ხი­ე­რებ, რა­საც უარ­ვყოფ­დი და დავ­ცი­ნო­დი" - რას წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში?

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე აბიტურიენტი შვილის შესახებ წერს. გიორგი გაფრინდაშვილი წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს:

"ჩემი შვილი შევიდა გამოცდაზე და ყველაფერს იმას ვასახიერებ, რასაც უარვყოფდი და დავცინოდი.

ნუ, ჯერ ხომ ვიძახდი, რა უბედურებაა რომ მიყვებიან მშობლები-თქო, დიდი ბიჭია თვითონ წავიდეს. 6-ზე უკვე ფეხზე ვიყავი. სულ ბოლომდე ხომ შევაცილე, აი ბოლოს კუთხე რომ დამენახა, ლამის ხეზე ავძვერი. ჩუმად ხომ ვეფერებოდი და უდებილესს რჩევებს ვაძლევდი. მერე მეტაფორა და ეპითეტი დამავიწყდაო და ნერვიულად ვუხსნიდი ისე, რომ არასდროს არ ეცოდინება ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა.

აი, რომ შეამკობ რა, საკაიფო ეპითეტებით - ვეუბნები და ნუ, მთხოვა გავჩუმდე. ბოლოს, ცხადია, ცრემლები, როგორც პირველ კლასში, რომ მიდიოდა. ეხლა ვდგავარ და სამყაროს ნიშნებს ვიღებ, რომ მივხვდე, როგორ წერს. გაღიმებული ადამიანი თუ ჩამივლის, ესე იგი კარგად, თუ ვინმეს ჩხუბის ხმა მომესმა, ესე იგი შეცდომით შემოხაზა.

არადა, სულ ვუხსნიდი, მთავარია იშრომე და მერე დაიკიდე, რა აპოკალიფსს ხატავენ ამ გამოცდებიდან-თქო და მე თვითონ მოვუწყვე აპოკალიფსი.

"დედაენაცვალოს",

P.S. რა თქმა უნდა, ჩუმად ფოტოებიც გადავუღე, მაგრამ ამაში მაინც გავუწევ ანგარიშს და არ დავდებ", - წერს ელენე ხოშტარია. (წყარო)

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.