გაგრძელდება თუ არა სექტემბრიდან სწავლა ონლაინ რეჟიმში? - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი? - კვირის პალიტრა

გაგრძელდება თუ არა სექტემბრიდან სწავლა ონლაინ რეჟიმში? - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი?

ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სამინისტრო განათლების უწყებასთან ერთად ღონისძიებების დახვეწაზე მუშაობს.

"ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინსწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. ჩვენ ვმუშაობთ კიდევ დამატებით განათლების სამინისტროსთან ერთად იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს", - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აქედან გამომდინარე ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით სექტემბერში აქტიურ ეპიდსიტუაციას", - განაცხადა ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"